Tuesday, July 4, 2017

პროექტებით სწავლება

პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ ბმულზე
მეცხრე ტრენინგ-დღის რეფლექსი


ტრენინგის მეცხრე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს ნამუშევრებს, მოვაწესრიგე საქაღალდე, ავტვირთე გუგლის დისკზე.მოვამზადე გამოსაქვეყნებლად.
ფაქტობრივად, მივედით  ფინიშთან.ტრენინგი იყო საკმაოდ საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წლის ბოლოა და საკმაოდ დაღლილები ვართ, ტრენინგი არ იყო მოსაბეზრებელი, პირიქით, დრო შეუმჩნევლად გადიოდა, რაც ტრენერის პიროვნული თვისებების დამსახურებაა.მასალას გვაწვდიდა გასაგებად,საინტერესოდ.ურთიერთობისას გამოირჩეოდა ტაქტით  და მოთმინების საოცარი უნარით.
მადლობა მას ამისთვის.

Monday, July 3, 2017

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია

გუგლ დისკზე ავტვირთეთ  და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. გავუწიეთ ფასილიტაცია მოსწავლეებს ინტერვიუსა და საპროექტო კვლევისათვის.  გავეცანი და .შევაფასე სამი კოლეგის ნამუშევარი. დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.

Friday, June 30, 2017

მეშვიდე ტრენინგ-დღის რექლექსია

ვიმუშავეთ პრეზენტეციის შექმნაზე. ინტერნეტში მოვიძიე შესაბამისი მასალა, მივუთითე ბმულები და საავტორო უფლებების ფაილში გადავიტანე, გავაკეთე სლაიდ-შოუ.

Wednesday, June 28, 2017

მეექვსე ტრენინგ- დღის რეფლექსია
მეექვსე სამუშაო დღეს გავაგრძელე პროექტზე მუშაობა, ვიმუშავე წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარჩვევების სტრატეგიებზე. დაწვრილებით გავწერე პროექტის სასწავლო პროცედურები, გავიარე  მო სწავლეთა   დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები. სამუშაო საინტერესო იყო.