Friday, June 30, 2017

მეშვიდე ტრენინგ-დღის რექლექსია

ვიმუშავეთ პრეზენტეციის შექმნაზე. ინტერნეტში მოვიძიე შესაბამისი მასალა, მივუთითე ბმულები და საავტორო უფლებების ფაილში გადავიტანე, გავაკეთე სლაიდ-შოუ.

Wednesday, June 28, 2017

მეექვსე ტრენინგ- დღის რეფლექსია
მეექვსე სამუშაო დღეს გავაგრძელე პროექტზე მუშაობა, ვიმუშავე წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარჩვევების სტრატეგიებზე. დაწვრილებით გავწერე პროექტის სასწავლო პროცედურები, გავიარე  მო სწავლეთა   დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები. სამუშაო საინტერესო იყო.

Sunday, June 25, 2017

მეხუთე ტრენინგ-დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს შევარჩიე პროექტის მიმდინარეობისას გამოსაყენებელი სტრატეგიები და ინსტრუმენტები. როგორც მოსწავლემ, შევავსე პროექტის კონფერენციის კითხვებზე პასუხები. შევქმენი პროექტის საბოლოოდ შეფასების  რუბრიკები. ყველა ნამუშევარი გადავიტანე გუგლის დისკზე.

Saturday, June 24, 2017

მეოთხე ტრენინგ-დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში საკვანძო კითხვების შედგენაზე.ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
შევარჩიეთ პროექტზე მუშაობის მეთოდები და შესაბამისი ინ სტრუმენტები.

Friday, June 16, 2017

მესამე ტრენინგ-დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, კერძოდ, სასწავლო სტანდარტის გათვალისწინებით სასწავლო მიზნების განსაზღვრაზე. ესგ-ს გათვალისწინებით შევარჩიეთ შესაბამისი პუნქტები და ვიმუშავეთ მიზნის ზუსტად განსაზღვრაზე.

Sunday, June 11, 2017

ტრენინგის პირველი მოდულის რეფლექსია

10 ივნისს დავიწყეთ პროექტებით სწავლების ტრენინგი. გავეცანით სასწავლო და სოციალურ პროექტებს, გავიგეთ , რა განსხვავებაა მათ შორის, რა არის სასწავლო პროექტის უპირატესობა, როგორ უნდა წარიმართოს იგი და რა უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.გავეცანით პროექტების საინტერესო  ნიმუშებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგის წინა ნაწილი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამ ტრენინგის მოლოდინიც იყო დადებითი.ვმუშაობთ საინტერესოდ, დრო შეუმჩნევლად გადის.
შევარჩიე პროექტის თემა, განვსაზღვრე მისი შინაარსი და აქტუალობა. ვფიქრობ, პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესოა (ასე არ ვფიქრობდი აქამდე). ამიტომ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.