Sunday, June 11, 2017

ტრენინგის პირველი მოდულის რეფლექსია

10 ივნისს დავიწყეთ პროექტებით სწავლების ტრენინგი. გავეცანით სასწავლო და სოციალურ პროექტებს, გავიგეთ , რა განსხვავებაა მათ შორის, რა არის სასწავლო პროექტის უპირატესობა, როგორ უნდა წარიმართოს იგი და რა უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.გავეცანით პროექტების საინტერესო  ნიმუშებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგის წინა ნაწილი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამ ტრენინგის მოლოდინიც იყო დადებითი.ვმუშაობთ საინტერესოდ, დრო შეუმჩნევლად გადის.
შევარჩიე პროექტის თემა, განვსაზღვრე მისი შინაარსი და აქტუალობა. ვფიქრობ, პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესოა (ასე არ ვფიქრობდი აქამდე). ამიტომ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

No comments:

Post a Comment